10:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 18:34:34, 369 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბშვილი - ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს

ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს და ვერავინ გაიგოს სად არის სიმართლე - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა ასახავს ყველა იმ დარღვევასა და გაყალბებას რაც საზოგადოებამ ისედაც იცოდა“.

„ვართ ახალ ეტაპზე იმის მერე, რაც ეუთო ოდირმა დადო საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ჩვენ ყველა, აქ მყოფმა და საზოგადოებამ კარგად იცი, რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ გაყალბდა და ა.შ. ასე, რომ არავის არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდება, მაგრამ საბოლოო დასკვნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, ელოდებოდნენ ამ საბოლოო დასკვნას, სამწუხაროდ ბატონი კობახიძისთვის, არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ 2 წუთში გამოვიდა და თქვა, რომ კარგია ეს დასკვნა და გვაძლევს ლეგიტიმაციას. ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ მისი ნათქვამი, იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ ვერ გაიგოს სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ გაყალბების მეთოდებს, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ყველამ მანამდე“,- განაცხადა პრეზიდენტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics