2024-12-20 18:12:17, 363 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს 38 სახელმწიფო საქართველოს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს
საფრანგეთი და ეუთოს 37 სახელმწიფო მოუწოდებენ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად,- ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ეუთოს 38-მა ქვეყანამ დღეს ვენის მექანიზმი გაააქტიურა.
"მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,