2024-12-18 15:44:03, 372 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა.
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის ფოტოებს სოციალურ ქსელ Instagram-ზე ავრცელებს.
პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს შესახებ საპარლამენტო მუშაობას ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა და ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,