18:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 23:54:15, 490 ნახვა

პოლიტიკა
იტალიის საგარეო - იტალიამ კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას, მხარი დაუჭირა

იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დარჩეს.

„საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე კატეგორიული დაგმობის პოზიცია, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას (რაც წევრ სახელმწიფოებში კონსენსუსის ნაკლებობის გამო დაიბლოკა).

ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების წინადადებაზე, რომელიც დამტკიცდა.

იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და გამოხატა სურვილი, გადაიხედოს თბილისისა და ევროპული კურსის ფაქტობრივი შეჩერებისკენ მიმართული ბოლო გადაწყვეტილებები“,- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“.

„ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“,- განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე, განცხადება გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანის“ გამო, იმედგაცრუება გამოხატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics