2024-12-17 23:32:33, 423 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.
„პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,