20:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 22:17:23, 433 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - უკან დახევა დაუშვებელია - ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებამდე!

უკან დახევა დაუშვებელია - ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებამდე! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძე მხარდაჭერს უცხადებს გიორგი გოგინაშვილს და ამბობს, რომ „სისტემაში ბევრი ადამიანია, ვინც მზად არის, მისი მსგავსი ნაბიჯი გადადგას“.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და მოძალადე სისტემაში დარჩენას თავის ხალხთან ერთად დგომა არჩია. 

დარწმუნებული ვართ, რომ სისტემაში ბევრი ადამიანია, ვინც მზად არის, მსგავსი ნაბიჯი გადადგას. გიორგის გამბედაობა სამაგალითოა, რომელმაც უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო იარაღად ქცეული პოლიციის სისტემაში სამსახურზე. 

ივანიშვილის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ ამ ადამიანებს ვერ დააშინებენ და ვერ გატეხენ, რადგან ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობაში და სიმართლეშია. 

უკან დახევა დაუშვებელია - ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებამდე!“ - აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გიორგი გოგინაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს.

დღეს, გოგინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics