08:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 09:21:16, 394 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე ევროკომისიის მიერ საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროსაბჭოსთვის მიმართვას უახლოეს პერიოდში ელოდება

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს უახლოეს პერიოდში მიმართავს, - ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა მიიღოს ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს.

“ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომისიის მხრიდან ევროსაბჭოსთვის ოფიციალური წარდგინება რეგულაციის ცვლილების შესახებ უახლოეს კვირეებში მოხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამას, რის შემდეგაც დაიწყება ამ ცვლილების განხილვა და ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებაც მალე უნდა განხორციელდეს, რადგან საქართველომ უნდა მიიღოს ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ გააკეთა.

„განხილვა დასრულებულია და უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ წინადადება შევა როგორც ევროსაბჭოში ასევე პარლამენტში. მივესალმებით რა თქმა უნდა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ერთად მიიღოს უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება, ეს როგორც ჩვენს ინტერესშია, ისევეა მათ ინტერესში, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ შეფასება უნდა მოხდეს ცალცალკე. იქნება ორი წინადადება და გადაწყვეტილება ან დაემთხვევა, ან არა“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს დღეს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერა.

„მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახანს ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის !!!  ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.  გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღგმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა.  დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!“, - დაწერა კვაჭანტირაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics