19:27 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 20:21:25, 591 ნახვა

მსოფლიო
კალასი - დღეს სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ - ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს

ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს,- ამის შესახებ ევროკავშორის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მათი მხრიდან მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის რუსეთის შესაძლებლობები შეიზღუდოს, გრძელდება.

„დღეს ჩვენ სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისა და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვისთვის დრონებს ამზადებენ. ჩვენი მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის რუსეთის შესაძლებლობები შეიზღუდოს, გრძელდება“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო. სანქციების ახალი პაკეტის მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics