21:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 15:16:15, 348 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - აქციების მამოძრავებელი არის ის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუება

დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები, რა სცენარით იმართება და ვინ მართავს ამ ყველაფერს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა

მისი თქმით, აქციების მამოძრავებელი არის ის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუება.

„სახელმძღვანელოები დაუძველდათ უბრალოდ, იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ყველაფერი გაშიფრულია. დღეს, აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები, რა სცენარით იმართება, ვინ მართავს ამ ყველაფერს, ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერი დევს ხელის გულზე. თავიდან ხომ გახსოვთ, როდესაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ამ შანტაჟის წინააღმდეგ ჩვენი დამოკიდებულება, გამოვიდა ხალხი და საუბარი იყო, თითქოს ევროინტეგრაციას ვაჩერებთ. გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ჩვენ როგორ შეიძლება შევაჩეროთ ევროინტეგრაციის პროცესი, პირიქით, ვთქვით, რომ გახსენით მოლაპარაკების პროცესი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი. ბურთი მათ მხარესაა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ გზაზე და ასე გაგრძელდება მომავალში.  დღეს უკვე ხომ ხვდებით, რა იყო ამ აქციების ძირითადი მიზეზი და მამოძრავებელი? ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ 26 ოქტომბერს დამარცხდნენ საპარლამენტო არჩევნებში. ისინი ასევე დამარცხდნენ 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მოცემულობა, რომელთან შეგუება აუცილებლად მოუწევთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. მოუწევთ შეგუება იმაზე, რომ ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, განვითარება და წინსვლა“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics