21:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 12:56:46, 357 ნახვა

პოლიტიკა
ცაჰკნა - თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა

არ ვაპირებ, ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი, რადგან ასეთი არ ყოფილა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთმა სასანქციო სიაში დამატებით 14 მაღალი დონის თანამდებობის პირი შეიყვანა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრია.

„ესტონეთმა სასანქციო სიაში დამატებით 14 პირი, მაღალი დონის თანამდებობის პირი შეიყვანა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იმედი გვაქვს, დღეს შევძლებთ, მივაღწიოთ იმ დონეს, რომ შევძლოთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების აკრძალვა, ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. მანამდეც განვაცხადე, რომ არ ვაპირებ, ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე, გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა“,- აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics