21:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 12:37:28, 383 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - კარგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა

კარგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს იმ ანტიქართული დეზინფორმაციისთვის, რომელსაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც პაპუაშვილმა თქვა, დიდი ბრიტანეთი აფინანსებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია), რომლის ხელმძღვანელმა „მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა“ გაავრცელა.

„საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს, ხოლო აფხაზეთში - აფხაზურს. და რა თქმა უნდა, როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით საჯარო სამსახურის და სახელმწიფო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. აქედან გამომდინარე, ეს არის ავტომატურად დადგენილი საქართველოში, რომ ნებისმიერი საჯარო წარმოება სახელმწიფო ენაზე წარმოებს...  ქართული ენის ცოდნა იქნება ყოველთვის კრიტერიუმი იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში იმუშაო.

როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ან ასეთ ტყუილს როგორ ამბობენ, რომ საჯარო წარმოება, სადაც ყველა დოკუმენტი ქართულადაა, როგორ შეიძლება, იმუშაოს ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მაგრამ სწორედ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა და ამისი სათავე არის საიას ხელმძღვანელის განცხადება. 

საიას რაღა მივმართო - მათი დესტრუქცია გასაგებია, მაგრამ საიას ჰყავს უცხოელი დამფინანსებლები და მათ შორის ბრიტანეთია ერთ-ერთი. ბოლო პერიოდში ბრიტანეთის ელჩი საკმაოდ აქტიური არის თავისი განცხადებებით და ქართველი ხალხისთვის მორალის კითხვით. ამიტომ, მე საიას ვერ მივმართავ, მაგრამ ვისურვედი, რომ ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ასე ვთქვათ, მაღალი სიხშირით ვიდეომიმართვებით გვამახსოვრებს თავს, მან ან მის მიერ დაფინანსებულ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციას მიმართოს, რომ ეს პროპაგანდა და დეზინფორმაცია უარყონ და თქვან სიმართლე და მოიხადონ ბოდიში ქართველი ხალხის წინაშე. ან თავად, თუ ამას ვერ ახერხებს, თავად ბრიტანეთის ელჩმა, ვინაიდან ეს არის მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, ეს დეზინფორმაცია უარყოს და კარგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს იმ ანტიქართული დეზინფორმაციისთვის, რომელსაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს“,- თქვა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics