21:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 11:54:20, 295 ნახვა

პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ავსტრალიის კომპანიას „ბენთს როუდ ვაინერი“ (Bents Road Winery Pty Ltd) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „ბენთს როუდ ვაინერი“ (BRW), რომელიც 2000 წელს დაარსდა, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვინსლენდში, ბალანდეანში (Ballandean) მდებარეობს. შედარებით ცივი კლიმატიდან გამომდინარე, იქაურ ღვინოს ევროპული ჯიშებისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური პროფილი უყალიბდება.  აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობს ქვევრის ღვინოზეც და აქტიურად ეწევა საფერავის პოპულარიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, კვლევითი-ცენტრის მხრიდან  ქართული ვაზის ჯიშების შესახებ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისი იქნება გრანიტის სარტყელში (ქვინსლენდი) პრემიუმ სასუფრე ღვინოების წარმოებისთვის.

„სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრალიის დელეგაციის წევრებს ცენტრში მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ის პროექტები გააცნო, რომელიც ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, იდენტიფიკაციას, მიკროვინიფიკაციასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ ავსტრალიელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე დამზადებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარუდგინა. ასევე, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს და ვაზის სხვლა-ფორმირების მახასიათებლებს გაეცნენ, რაც მათ ავსტრალიაში გაშენებული  ქართული ვაზის ჯიშების სწორად მართვაში დაეხმარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics