00:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 09:43:05, 437 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია

29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და არ მოაწყოს საბოტაჟი.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან ყველანაირ ნორმას კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა და მისი მხრიდან მსგავსი განცხადებები არაა გასაკვირი. მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდება მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს საბოტაჟი. არ მგონია, რომ ასე უტიფრად წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა მას პასუხი გასცა 26 ოქტომბერს. ასე რომ, ქართველმა ხალხმა მას არჩევნებზე გასცა პასუხი. ერთადერთი მოწოდებაა, რომ დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics