2024-12-14 09:05:37, 374 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტის მე-17 დღე - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამ წუთებში იკრიბებიან
პროტესტის მე-17 დღე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამ წუთებში იკრიბებიან.
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია.
საპოლიციო ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განლაგდნენ.
პარლამენტის წინ, ნაძვის ხის მიმდებარედ რკინის ჯებირებია განლაგებული.
თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია ჭყლის ჭავლის მანქანებიც.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მე-6 პრეზიდენტს ირჩევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,