02:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 15:02:30, 304 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების აკრძალვაზე - აღნიშნული კანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს ვიგონებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი, რომელიც მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების გამოყენებას უკრძალავს, ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კანონმდებლობის გადმოტანას გეგმავს. 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.  

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თავისი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს და ამისთვის სახის დამალვა საჭირო არ არის. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ამ ტიპის კანონი. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ნიღბიანი ადამიანების მხრიდან ხდებოდა სამართალდარღვევა და ეს იყო ძალიან მძიმე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით დაწყებული, მძიმე საგნებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან უფრო მძიმე კონკრეტული ფაქტები იყო. შენ როცა მიდიხარ რაღაცის გასაპროტესტებლად, თუ სახეს იმალავ და ნიღბით მიდიხარ, გამოდის, რომ წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები. შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს გავაპროტესტო მშვიდობიანად. რა არის ამაში ცუდი ან რატომაა პრობლემა? ყველას ერთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გვექნება. 

შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი და ყველას უნდა გვქონდეს მისი მიმღებლობა, ცივილურად, ნორმალურად, როგორც ეს დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებშია. აღნიშნული კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია.  ჩვენ რაღაც ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ. შეგიძლიათ ნახოთ, აღნიშნული კანონები როგორ მოქმედებს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში. იმავეს გადმოტანა ხდება საქართველოში“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics