02:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 14:56:50, 355 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პირადად მე, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ - აშშ-ში დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს

პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, „ეს არის აშშ-ში დამარცხებული მთავრობისა  კუდის მოქნევა“.

„ეს არის კუდის მოქნევა აშშ-ში დამარცხებული მთავრობისა. აშშ-ში დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ უფრო დაამძიმოს ის, რაც აქამდე გააკეთა, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რათა შემდეგ ურთიერთობებში პრობლემები ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, პარტნიორობა შევწყვიტეთო, არადა ჩვენ არ გვქონია არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics