02:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 11:06:55, 348 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - სანქციები უნდა იყოს არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, რომელიც მოპარულ არჩევნებზე პასუხისმგებელია

სანქციები უნდა იყოს არა მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოპარულ არჩევნებზე პასუხისმგებელია,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ყოფნისას განაცხადა.

იუკნევიჩიენეს თქმით, საჭიროა ყველა ტიპის სანქციები.

„ჩვენ უკვე ვთქვით ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით, სანქციები უნდა იყოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მოპარულ არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ ძალადობა ქუჩებში, ამიტომ დასანქცირება ახლა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო მკაფიოდ ვეტყვით ევროინსტიტუტებს, რომ მალე იმოქმედონ და მიბაძონ ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აამოქმედეს სანქციები. საჭიროა ყველა ტიპის სანქციები“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 დეკემბერს აქციაზე გასვლამდე ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსა და ოპოზიციურ ლიდერებს შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics