07:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:06:55, 937 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია: საქართველოში რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გაიზარდა

ევროპის კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოსთან დაკავშირებით რიგით მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ზრდაზე.

როგორც ევროკომისიამ ანგარიშში აღნიშნა, სიძულვილის ენა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, საქართველოში კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. კომისიის ანგარიშით ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს თავს ხშირად ესმიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება.

ანგარიშში აგრეთვე საუბარია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და აღნიშნულია, რომ მისი მცდელობა საკმარისი არ არის.

"საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე არ შეიძლება ადეკვატურად ჩაითვალოს. ხელისუფლების ორგანოები ყოველთვის საკმარისად არ იძიებენ და სამართლებრივად სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს არ დევნიან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებინათ სექსუალური ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებაში", - ნათქვამია ანგარიშში.

ევროპული კომისია ისეთ პოზიტიური ცვლილებებს მიესალმება, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსში რასისტული გამონათქვამების დამამძიმებელ გარემოებად დაფიქსირება, ასევე 2014 წელს მიღებული კანონი ყველა სახის დისკრიმინაციის შესახებ. ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ და ფოკუსი რელიგიური თავისუფლებისა და უმცირესობების დაცვის კუთხით პოზიტიურად არის შეფასებული.

თუმცა ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის დანაშაულად მკაფიოდ გამოაცხადოს რასობრივი შეურაცხყოფა, საჯარო გამოსვლა რასიზმის, ან რასობრივი იდეოლოგიის ნიშნით, რომელიც რასობრივ უპირატესობას აღიარებს, რასიზმის ნიშნის მატარებელი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ან ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა საჯარო უარყოფა, რასობრივი დიკსრიმინაციის გამოვლინება სახელმწიფო მოხელეთა მიერ მათი საქმიანობის განსახორციელებლად.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2014 წლის თებერვლიდან მაისამდე განხორციელებულ პოლიტიკურ გამოსვლათა მონიტორინგის პროექტმა აჩვენა, რომ ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის წევრები სიძულვილის ენას მიმართავდნენ. თურქების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა - მათ, უმთავრესად, მოიხსენიებდნენ ეკონომიკური სირთულეების მიზეზად და „დამპყრობლებად".  ასევე ექვსი შემთხვევა  ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ გამოვლინდა.

„ზოგიერთმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა არატოლერანტული კომენტარი გააკეთა. გამოითქვა ბრალდებები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ, რომელმაც ქსენოფობიური კონოტაციით ირანის, ერაყისა და ეგვიპტის მოქალაქეებზე ისაუბრა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ეს გახლდათ მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია“, - წერია ევროკომისიის ანგარიშში.

ამასთანავე დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების მიერ ჰომოფობიური და რასისტული განწყობების მედიის დაფინანსებაზეც.

„მედიის განვითარების ფონდის მოპოვებული ინფორმაციით, 2013-14 წლებში ობიექტივმა მიიღო, სულ მცირე, 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო გაზეთებმა „ალიამ“ და „კვირის პალიტრამ“ ერთად დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარამდე სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან აღარ განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ რეკომენდაციას იძლევა, სრულად და დამოუკიდებლად ისლამოფობიის შემთხვევები გამოიძიონ, განსაკუთრებით კი ჭელას, ქობულეთისა და მოხეს ინციდენტები, სიძულვილით ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, და სამართალდამრღვევთა მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დამატებითი რეკომენდაციით, სამომავლოდ ხელისუფლებამ რელიგიურ და სხვა უმცირესობათა უფლებები ძალადობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან უნდა დაიცვას“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics