07:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:44:34, 485 ნახვა

პოლიტიკა
ენმ: გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ამასთან გიგი წერეთელი ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არცეული.

„გიგი წერეთელი,  ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არჩეული. ამასთან, ის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციასაც ხელმძღვანელობს, რომელმაც გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ეუთოს წესდების თანახმად, ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს.

 არჩევნები 2016 წლის ივლისში, თბილისში, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 800-ზე მეტი სტუმარი ეყოლება.

ასამლბეის სესია, რომელზეც გიგი წერეთელი კანდიდატად დასახელდა გასულ კვირას ვენაში გაიმართა. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან, გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში  ქრისტოს სტილიანიდთან და ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ხელმძღანელ გეორგ ლინკთან.  შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოში ჩასატარებელი საზაფხულო სესიისა და ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული თემები“, - ნათქვამია „ნააციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics