|
2016-03-01 15:36:05, 567 ნახვა
სამართალი
ნანუაშვილი: როცა არ ხდება ადექვატური რეაგირება რელიგიურ დაპირისპირებაზე, ახალ ინციდენტებს ვიღებთ
"როდესაც არ ხდება ადექვატური რეაგირება რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, კიდევ ვიღებთ ახალ შედეგს", - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს. "ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ ადიგენშიც კვლავ პრობლემაა ის, რომ როდესაც რამდენჯერმე არ მოხდა ადექვატური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, არ გაეცა პასუხი ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ვიღებთ ახალ შედეგს. ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არის წახალისება," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით). შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, ადიგენში ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს. მისი თქმით, კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. EMC-ის ცნობით, ბოლო ორ წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლებაზე ამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)