07:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 12:29:22, 442 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ევროკომისია ადამიანის უფლებათა დაცვის გეგმას დადებითად აფასებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სტრატეგია და სტრატეგიის საფუძველზე მიღებული სამოქმედო გეგმა იუსტიციის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით შეიქმნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სტარტეგია უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების, თანასწორობის უზრუნველყოფას და უმცირესობათა უფლებების დაცვას.

„კომისია დადებითად აფსებს, აგრეთვე, 2009-2014 წლების შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტერგაციის ეროვნულ კონცეფციას, რომლის შემუშავებაში, სხვა უწყებებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროც მონაწილეობდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონცეფციას მიმართულია ეთნიკური უმცირესობების ინტერგაციის გაძლიერებაზე. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია მიიჩნევს, რომ  ამ მიმართულებით საქართველომ სწორი და ეფექტური ნაბიჯები დაგადგა და განსაკუთრებით მიესალმება  ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების კუთხით განხორციელებულ აქტივობებს.

ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის საქმეში ასევე აქტიურადაა ჩართული იუსტიციის სამინისტრო და მისი სამსახურები - სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი. თეა წულუკიანის  პირადი ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები ფუქნციონირებს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს.

იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics