2016-03-01 11:22:09, 329 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს მჭიდროდ ვადევნებთ თვალყურს
საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის განცხადებით, ის მჭიდროდ ადევნებს თვალს „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც კელიმ აღნიშნა, მას აინტერესებს რა ატმოსფერო იქნება არჩევნებისთვის.
„რა თქმა უნდა ძალიან მჭიდროდ ვადევნებთ თვალს „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ რომ გვაინტარესებს რა ატმოსფერო იქნება არჩევნებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი აზრი მიაწოდოს მედიასაშუალებას“, - განაცხადა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან