|
2016-03-01 10:41:42, 482 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს სტავრიდისი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების რყევა საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ დაიწყო
“რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების რყევა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ დაიწყო“, - ამის შესახებ ნატო-ს სარდლობის ყოფილმა მეთაურმა ევროპაში, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. “რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების რყევა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ ჩვენ მომსწრენი გავხდით რამდენიმე უთანხმოების გამწვავების, როგორიც იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ოკუპაცია. დღეს რუსეთთან ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ“, - აღნიშნა სტავრიდისმა. კითხვაზე როგორ წარმოუდგენია ამ ვითარებიდან გამოსავალი, სტავრიდისი პასუხობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა, როგორც წინააღმდეგობის გაწევას, ასევე თანამშრომლობას უნდა მოიცავდეს: “ჩემი აზრით არის საკითხები, სადაც რუსეთს უნდა დავუპირისპირდეთ და არის სფეროები, სადაც უნდა ვითანამშრომლოთ მასთან. მაგალითად, რუსეთს უნდა შევეწინააღმდეგოთ უკრაინის ანექსიის საკითხში. ეს საერთაშორისო სამართლის ნათელი დარღვევაა. ასევე უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მიერ სირიაში ასადის რეჟიმისადმი მხარდაჭერას, რომელიც არაკანონიერი რეჟიმია და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. ამავდროულად არის სფეროები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ როგორიცაა კონტრ-ტერორიზმი, ნარკოტიკებთან ბრძოლა. ვფიქრობ დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობის ძალიან ჭრელი სურათი იხატება“, - განაცხადა სტავრიდისმა. ნატო-ს სარდლობის ყოფილი მეთაური ძალებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის მაგალითად სირიას ასახელებს, რომელიც მისი თქმით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის ყველაზე დიდი კატასტროფაა. მისი თქმით დასავლეთსა და რუსეთს შორის და დაძაბულობას უარყოფითი შედეგი ექნება სხვა ბევრ ტერიტორიაზეც, როგორიცაა მაგალითად უკრაინა და ახლო-აღმოსავლეთი. სტავრიდისი მიიჩნევს, რომ გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ალიანსს ღია კარის პოლიტიკა აქვს. მისი თქმით, ვარშავის სამიტზე ალიანსს მონტენეგრო შეუერთდება და ნატო გაფართოვდება, მაგრამ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი. "უხეშად რომ ვთქვათ, ნატო იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები შეშინებულნი არიან უკრაინაში რუსეთის მოქმედებებით. ალიანსი უკრაინასთან თანამშრომლობს და უკრაინის შეიარღებული ძალების გაძლიერებას ცდილობს, რათა მან რუსეთის შეკავება შეძლოს. ამავდროულად ალიანსი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის ნაწილია. ალიანსი ასევე ცდილობს რუსეთთან დიალოგი ჰქონდეს და თავიდან აირიდოს მორიგი ცივი ომი, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)