07:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 10:01:19, 412 ნახვა

პოლიტიკა
კალაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

როგორც აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ  თემაზე სოკარის პრეზიდენტს შეხვდა.

"გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან,ვისაუბრეთ არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც არის შაჰდენიზის პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარეობს. გვქონდა შეხვედრა  სოკართან, სოკარის პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცულებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის და ფაქტობრივად, შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება შაჰდენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, კალაძის თქმით,  პროცესი რამდენიმე დღეში ისეთი შედეგით დასრულდება, რაც საქართველოს სჭირდება.

"გაზპრომს"  რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც ალბათ რამოდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგსა და ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა კახა კალაძემ.

 კახა კალაძე  სამხრეთ გაზსადენის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფებოდა, სადაც მთავარი თემა შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics