|
2016-02-29 20:43:03, 722 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანი: ჩემი გადაყენება ჯერ არ გამისაჩივრებია და საბჭო ახალი თავმჯდომარის დანიშვნას ძალიან ჩქარობს
მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება ისეთივე ჩუმად მოხდა, როგორც მისი გადაყენება. ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ჩქარობს. ამასთან, ახვლედიანი "ექსპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან აბსურდული ბრალდებების საფუძველზე გადაყენეს, მაგრამ საინტერესოა, საბჭო სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების რა არგუმენტებს დაასახელებს: " ჩემი გადაყენებაც საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, ახლაც ასეთივე ფორმით მოხდა კანდიდატურის წარდგენა. მე ჯერ კიდევ არ გამისაჩივრებია, უზრუნველყოფის ღონისძიებებია და სანამ სამართლებრივი საკითხი არ მოწესრიგდება, მემგონი, ძალიან ჩქარობს საბჭო ამ გადაწყვეტილების მიღებას. მართალია აბსურდულია მათი ბრალდება, მაგრამ ამბობენ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან თითქოსდა გადამაყენეს იმ საფუძვლით, რომ რაღაც უკანონო ბრძანებები გამოვეცი, მაგრამ როგორ გადამაყენა საბჭომ სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეობიდან? არავითარი საფუძვლები ამისი არ არსებობს. ეს არის სრული უკანონობა. ასე ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება დაწეროს ჩემზე ბრძანება და გადამაყენოს. დაახლოებით იმ ტიპის გადაწყვეტილებაა და სწორედ ამიტომ უნდათ, ეს გადაფარონ, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და ამის შემდეგ შეცვლას აზრი არ აქვს. სხვა ამ სიჩქარეს არაფერი ქვია. საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ყველა მოქმედება და საბჭო ჩუმად და ყოველგვარი საჯაროობის გარეშე არ უნდა მოქმედებდეს. მე დრო მაქვს. საერთოდ ჩამბარდა თუ არა გადაწყვეტილება, ესეც საკითხავია, უბრალოდ მეილზე ვნახე, რომ რაღაც არის მოსული, მაგრამ არაფერი ჩამბარებია. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოქმედების შეჩერებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ჯერჯერობით, არავითარი საჭიროება არ არის, რომ თავმჯდომარე ახლავე დანიშნონ, მოვალეობასაც ასრულებს, ფუნქციონირებაც აგრძელებს სასამართლო. თუ სხვა მიზნები არ აქვთ, თქვენც ხვდებით, რომ ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად სანამდე შეუძლიათ და საზოგადოებას ყურადღება მიუპყრია ამ საკითხისთვის, მანამდე მიიღონ თავიანთი სასურველი გადაწყვეტილებები. მეტი ამას არაფერი სახელი არ ჰქვია",-განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ ებრძვიან, ვინაიდან ეშინიათ იმ სიმართლის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება: "რათქმა უნდა, მებრძვიან, ყველაზე მეტად ეშინიათ იმ სიმართლის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება და რაც შეიძლება სამაგალითო ნაბიჯია სხვა მოსამართლეებისთვის, რომ ამ პრობლემებზე საუბარი არ იყოს, არ იყოს საუბარი ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე, რაც სასამართლო სისტემაშია დაგროვილი და ამდენი ხნის განმავლობაში განუხილველი საქმეები სწორედ საბჭოს მენეჯმენტის პრობლემაა, რომ არავითარი ხედვა სასამართლოს განვითარების არ აქვს.ასევე სურთ ტესტების და კაზუსების თემის გადაფარვა, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო და მხოლოდ გადაგზავნით დამთავრდა. ვინ გადააგზავნა, რა უფლებამოსილებით გააკეთა ეს, ვინ ვის რატო აფარებს ხელს, ამაზე საბჭოს პასუხის გაცემა არ ასურს",-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. მანვე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმებზეც ისაუბრა: "ჩვენ გვქონდა რამოდენიმე მიწერ-მოწერა, გარკვეული კონსულტაციებიც გავიარეთ, რამოდენიმე გზაა, მე არ გამოვრიცხავ, ერთად გამოვიყენო როგორც საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო, ევროსასამართლო, ძალიან ბევრი მიწერ-მოწერა მაქვს ევროპელ კოლეგებთანაც. მათგანაც ვიღებ ბევრ საკითხზე კონსულტაციას. პირობითი თანხმობა არასამთავრობო ოგრანიზაციებიდან არის, რომ მათ წარმომადგინონ სასამართლო პროცესებზე",-განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დღეს მამუკა ახვლედიანის შემცვლელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)