2016-02-29 13:47:21, 379 ნახვა
პოლიტიკა
ერაყში მომხდარ ტერაქტს 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყში ტერაქტის შედეგად 70 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იუწყება, აფეთქება ბაღდადის შიიტურ რაიონში მდებარე ბაზრობაზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარი საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა უკვე აიღო.
შიიტურ უბანს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ერაყელმა სამართალდამცველებმა ბაღდადის ცენტრში რამდენიმე ტერაქტი აღკვეთეს. ოპერაციის შემდეგ მოკლულია"ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ტერორისტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან