08:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 09:06:59, 557 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰეზბოლა“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ის ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაჯიბ მიქატის - მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ძალაში შევიდა.

“კარგი ამბავი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან. ვესაუბრე ლიბანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს და მოხარული ვარ განვაცხადო: მათ მიიღეს შეერთებული შტატების წინადადება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამანადგურებელი კონფლიქტის დასრულების შესახებ. ორივე მხარის სამოქალაქო პირები მალე შეძლებენ, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ თემებში. ისრაელი თანდათან გაიყვანს თავის ძალებს 60 დღის განმავლობაში, ლიბანის არმია კი ისრაელთან საზღვარზე ტერიტორიას გააკონტროლებს, რათა უზრუნველყოს, რომ „ჰეზბოლამ“ თავისი ინფრასტრუქტურა არ აღადგინოს“,- განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics