15:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 15:12:13, 314 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა

35 წლის წინ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის პროცესი დაიწყო. მომაკვდავი იმპერიისგან განთავისუფლების გზა თხუთმეტივე რესპუბლიკისთვის განსხვავებული აღმოჩნდა. ზოგი პირველი ჟამის მუშაკი აღმოჩნდა, ზოგი კი მეთერთმეტის. ამ ურთულეს კატაკლიზმს ზოგი უვნებლად დაუძვრა, ზოგი ნანგრევებმა მოიყოლა, ზოგმა კი ზომაზე მეტი ფასი გადაიხადა. საქართველოს თავისუფლების მოპოვების გზა ძვირად დაუჯდა. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენს მონაპოვარს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა . 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, წელს ჩვენ ვიზეიმეთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობის 33 წლისთავი. ამ ისტორიულ დღეს, რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თავისი უზენაესი ნება განაცხადა, ყოფილიყო დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი. 

„რეფერენდუმიდან ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტი და შევუდექით დამოუკიდებლობის განხორციელების რთულ და ეკლიან გზას. გოლგოთისკენ მიმავალ ამ გზაზე არაერთხელ შევფერხდით, ჩავიმუხლეთ, სიმწარე ვიწვნიეთ, თუმცა ავად თუ კარგად, დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც დე-ფაქტო რეფერენდუმის სახით შედგა. ქართველი ხალხი დადგა ცალსახა არჩევანის წინაშე, როგორი მომავლისთვის დაეჭირა მხარი. აერჩია თავქარიანობა თუ აერჩია გონიერება, აერჩია ინფანტილიზმი თუ აერჩია სიმწიფე, აერჩია უცხო იდენტობა თუ აერჩია ტრადიციული ფასეულობები, აერჩია ქვეშევრდომობა თუ აერჩია დამოუკიდებლობა. 

ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და აირჩია „ქართული ოცნება“. ხალხმა მოგვანიჭა თავისი უზენაესი ლეგიტიმაცია და სწორედ ამიტომ მე ვდგავარ აქ, თქვენს წინაშე, აღჭურვილი სიმართლით და საკუთარი მისიის სრული გაცნობიერებით, ვემსახურო სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ერთიან საქართველოს.

მე ვდგავარ აქ, რათა თქვენთან ერთად ვემსახურო ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ჩვენი ეროვნული ინტერესი კი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. კეთილდღეობა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics