23:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 15:18:18, 411 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მოვუწოდებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული დებატები გაიმართება.

"ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ამიტომ, ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისთვის, რომ ვიცოდეთ მკაფიო პასუხები, რეალურად გავიგოთ, რა მოხდა, ამისთვის გვჭირდება გამოძიება.

თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ ის უარს იტყვის გამოძიებაზე, ეს ასევე რაღაცის მთქმელია. თუ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა ეს ნიშნავს, რომ ყველა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეში ასე არაა.

იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ საკმაოდ რთული იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც. ეს იოლი არ არის",- განაცხადა ლანდბერგისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics