23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 14:04:00, 318 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციამ ევროკავშირს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა

ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერონ და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს“.

„ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც სრულად დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ეწარმოებინა ხალხთან შეხვედრები. არჩევნები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა 1 200 000-ს მოქალაქეს, ვინც აირჩია ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებს.

აქვე  შევეხები ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას. რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ  („ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია სააართველოსთვის") ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. ინფორმაცია მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს.
 
წერილში წერია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და  ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი. 
 
რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე  ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს 30 დღის განმავლობაში დაააინიცირონ სპეციალური მისია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის გეგმების განხორციელებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან, ისინი ბრიუსელში დარბოდნენ, როცა ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს; კაბინეტებში დარბოდნენ, რომ  ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო; ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირდაპირ ჰქონდათ მოწოდებები, რომ ჩვენ ამ სტატუსს არ ვიმსახურებდით. ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია. აღარავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა.
 
რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ მათი  გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი დაიცვას ქვეყანა არეულობისგან. აქვს ძალა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, შემოტევების და მუქარების მიუხედავად. დაიცვას საქართველოს ინტერესი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა“, - აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics