00:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 13:13:37, 365 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - პროტესტის მთავარი არსი არის ის, რომ „ოცნების“ ხელით რუსთმა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო [ვიდეო]

პროტესტის მთავარი არსი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელით, რუსთმა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ექსპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. 

ხოშტარიას თქმით, პროტესტის ფორმებს საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს.

"პროტესტის მთავარი არსი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელით, რუსთმა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. მათ მიიტაცეს ძალაუფლება, გაამრუდეს, გააყალბეს ხალხის  ნება. შესაბამისად, ჩვენი ვალია, განსაკუთრებულად იმ პარტიებისა, ვინც ხალხის მანდატი მივიღეთ, რომ ეს ძალაუფლება დავუბრუნოთ ხალხს. ამას აქვს სხვადასხვა ფორმა და ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ფორმა ეს არის, მათ შორის, ქუჩის პროტესტი.

ქუჩის პროტესტი გუშინ არ დაწყებულა, სხვადასხვა ფორმები ჰქონდა, მაგრამ გუშინ დავიწყეთ კიდევ ახალი ეტაპი ამ ქუჩის პროტესტის, ეს არის პარალიზება ქალაქის. მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებს დისკომფორტი შეექმნათ, მაგრამ დისკომფორტი აქვს ქვეყანას. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ. ამ პროტესტის ფორმებს ეტაპობრივად გაიგებს საზოგადოება, როდის რა ნაბიჯებს გადავდგამთ",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics