00:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 10:56:14, 331 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ჩვენ უნდა ვარყიოთ ივანიშვილის რეჟიმი, სანამ არ ჩამოვანგრევთ

ჩვენ უნდა ვარყიოთ ივანიშვილის რეჟიმი, სანამ არ ჩამოვანგრევთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. 

როგორც მელიამ აღნიშნა, პროცესი აღარ შეჩერდება და გამარჯვებით დასრულდება.

„დღევანდელი არაორდინარული საპროტესტო შეკრება, ჩვენ გვჯერა ყველას ერთად, იქნება, ალბათ, ერთ-ერთი ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით დასრულდება. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი ნებისმიერი, განსაკუთრებით თბილისში, არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ჩვენს ხელთ და ეს პროცესი არ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება გამარჯვებით“,- აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics