00:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 10:40:41, 340 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ გავიმარჯვებთ - გვინდა ძლიერი, დემოკრატიული, EU-ის წევრი საქართველო და საქართველო ივანიშვილის გარეშე

ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენკენ არის. ჩვენ გვინდა ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო და საქართველო ივანიშვილის გარეშე,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.

„ჩვენ გადავედით პროტესტის ახალ ფორმაში. ვამბობდით ამას, კარგად მოვემზადეთ, დავორგანიზდით. არ იყო ეს ისე, რომ არ იყო გათვლილი, ღამე როგორ უნდა გავჩერებულიყავით...

გელოდებით ყველას, ვინც ახლა ტელევიზორებში გვიყურებთ - მობრძანდით აქ. როგორც ჩვენ ვთქვით, 24 საათი გრძელდება ეს პროტესტი, ანუ საღამოს 8 საათამდე ვართ აქ.

ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენკენ არის. ჩვენ გვინდა ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო და საქართველო ივანიშვილის გარეშე“,- აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტის ნიშნად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაშლილ კარვებში გაათენეს. ცნობილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტის ეს ფორმა 20:00 საათამდე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics