22:28 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 22:04:28, 404 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტიდან აქციის მონაწილეები უნივერსიტეტთან პროტეტს შეუერთდნენ, გაშლილია სამი კარავი

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე პარლამენტის წინ მიდინარეობდა სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათი თქმით არჩევნების გაყალბების დამაჯერებელი ფაქტები უჩვენეს შეკრებილ საზოგადოებას,

ამასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ამ დროისთვის სამი კარავია გაშვილი. ადგილზე უკვე გამოჩნდა დიდი რაოდენობით პოლიცია. 

ელენე ხოშტარიას თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია და ის იქნება მშვიდობიანი და მიზანმიმართული გზა.

„24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ აქ ყველაფერს მოვაწყობთ. ეს არის დაგეგმილი პროცესი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics