00:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 21:52:08, 366 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ გაბედულად, ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ - ვიდეო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სადაც კარვები გაიშალა პოლიტიკოსები მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. როგორც ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა, ყველა მოქალაქე აქციაზე უნდა მივიდეს.

"ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გამოდით ქუჩაში ყველა. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც არაფერი ხდება, სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ მტკიცედ, ერთსულოვნად, ერთიანად, გაბედულად, მაშინ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. კიდევ ერთი თხოვნა, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ არ შევყვეთ პროვოკატორებს, მოაგზავნიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროვოკატორს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანი. ძალიან მშვიდად, ვრჩებით აქ, ეს არის 24-საათიანი პროტესტი. 

არ შევყვეთ პროვოკატორებს მოაგზავნიან რა თქმა უნდა პროვოკატორებს ძალიან ბევრს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანად და ძალიან მშვიდად. ეს არის 24 საათიანი პროცესი ამ წერტილზე რომელიც არის საკვანძო და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავალ იქნება. ის რომ შეიკრიბებიან, რაღაცას გამოაცხადებენ  ის, რომ შეიკრიბებიან, გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას თვითონ აღიარებენ და ბიძინა ივანიშვილს ღმერთად დაისვამენ, ეს ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ამიტომ გამოდით“, -განაცხადა დეკანოიძემ.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics