00:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 21:24:24, 350 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - მორჩა სეირნობა და სიარული... ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით - ვიდეო

ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩებით. 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ - ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

"მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი , ვინც მივიღეთ ყველაზე მეტიუ ხმა საქართველოს მოსახლეობისგან ვინც, თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს, ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით! 24 საათი ეს აქცია იდგება აქ. ვინ არის თანახმა თქვენ შორის, არ შეუშინდეს დაჭერას არ შეუშინდეს სივიცეს, რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში.

ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის, იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით. ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია, მომავალი ჩვენი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ!

მაშ ასე, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ვიმეორებ კვლავ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ლიდერებზე. მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია. თქვენ გარეშე არაფერი არ გამოსულა, არც გამოვა არასდროს. თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics