|
2024-11-17 18:26:23, 474 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ
წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა - პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, “ოპოზიციის წარმომადგენლები, პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით ხვეწნას, ვინაიდან, მათ თავმოყვარეობა არ გააჩნიათ”. “პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას. ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში - დაიმახსოვრეთ, რამდენს ექნება სურვილი. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ და ასეც უნდა მოიქცნენ, იმიტომ, რომ თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია. მართლა რომ ყოფილიყო ლაპარაკი, პირობითად დავუშვათ 3 000 ხმაზე ან რამდენიმე ათას ხმაზე, იქ ჩამოიქცეოდა ყველაფერი. ერთი შემთხვევა იყო, სადაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და ის ადამიანი დაკავებულია - ერთადერთი შემთხვევა. მტკიცებულები მაგვარი არ გააჩნიათ არაფერი, მაინც, როგორც კანონია „რუსული“, მიაჩნიათ, რომ უნდა უკაკუნო ადამიანს თავში, რომ კანონია „რუსული“ და რა მნიშვნელობა აქვს ის რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული, ამ ლოგიკით მოქმედებენ ისინი, რაც გამორიცხულია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყანაში ტყუილები ვეღარ შეასაღონ ადამიანებს და ამის გარანტორები ჩვენ ვართ. ერთი ტყუილი „აჭამეს“ ხომ ადამიანებს, რომ რუსული იყო კანონი. ვიღაცამ დაიჯერა, რაღაც არგუმენტები ჰქონდათ, რაღაცებს ყვიროდნენ რომ რუსეთში არსებობს მსგავსი სფეროს მარეგულირებელი კანონი და ამით კიდევ რაღაც გააძვრინეს, ამერიკულს, კანადურს, ფრანგულს დაანებეს თავი, დაამახინჯეს რეალობა, მაგრამ ამ შემთხვევაში,აქ არ არსებობს რეალობა არც დასამახინჯებელი, არც დაუმახინჯებელი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინ რას კადრებს და ასეთი რაღაც არავის უნდა ვაკადრებინოთ რომ ასეთი ტყუილის გავლენის ქვეშ მოგვაქციოს”,- განაცხადა მდინარაძემ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)