|
2024-11-17 17:56:35, 469 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დღეს გავფრინდი ბრიუსელში, EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ
დღეს გავფრინდი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ჩვენი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". "დღეს გავფრინდი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ. მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ჩვენი ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ რეჟიმს მოუწევს იმ ერთადერთ დათმობაზე წამოსვლა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ - ესაა ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაცია და არა თავლაფდასხმული არჩევნების ქურდი - გიორგი კალანდარიშვილი. აქვე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ენმ-ს ცესკოს წევრს დავით კირთაძეს, რომელმაც გუშინ გულწრფელი პროტესტით მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა გიორგი კალანდარიშვილის მიმართ. ვიბრძვით ცესკოში, ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე, ვიბრძვით სასამართლოში და ვიბრძვით ქუჩაში. ენმ-მ 73-ვე საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა, რომელიც ჯერ ცესკოში, შემდეგ სასამართლოში გასაჩივრდა. პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ, მონური მორჩილებით დააკანონა გაყალბებული არჩევნები, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ კი სხდომის ჩანიშვნაც ვერ გაბედა და ენმ-ს მოპოვებული 1260 გვერდიანი მტკიცებულებები მაკულატურად აქცია. ბრძოლის ყველა ასპარეზთან ერთად, გადამწყვეტია ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი პროტესტი არჩევნების უფლების დასაბრუნებლად. ამ ბრძოლაში არ არსებობს პარტიული ხაზები და დღის წესრიგი, ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, სადაც უნდა ვიყოთ ერთიანი, როგორც არასდროს. დღეს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ აქციას ენმ შეუერთდება მსვლელობით. განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ ენმ-ს ამ და ყველა სხვა საპროტესტო აქციაზე, რუსთაველზე თუ საქართველოს სხვა ქალაქებსა და ქუჩებში, წარმოადგენენ ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები. ჩვენი ბრძოლაც მათ ეკუთვნის, მათ და ჩვენს შვილებს, რათა თაობების ბრძოლა თავისუფლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებით დაგვირგვინდეს, რისი ისტორიული შანსიც ჩვენ დღეს გვეძლევა. წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, დღეს პარტიული დღის წესრიგის ჭიდილი ვერ გახდება ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე გამარჯვების საფუძველი. მიმაჩნია, რომ ამ მართლაც ეროვნულ და ისტორიულ ბრძოლაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ერთად ჩვენ შევძლებთ! ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)