2024-11-16 17:47:09, 371 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებას აქციის მონაწილეებმა უარით უპასუხეს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა “ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი თქვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, “სამთავრობო“ შენობების დატოვებაზეც უარი განაცხადეს.
ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაც ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვებას გულისხმობდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზეც უარი განაცხადეს და თანხმობას ხოლოდ ე.წ. პრეზიდენტის გადადგომაზე აცხადებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,