03:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 14:54:34, 390 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პარლამენტში 4 ოპოზიციური პარტია გავიდა - დეპუტატების სია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, რომლებიც პარლამენტში, ჯამში 61 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი.

ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.

საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 3 892 ხმა, 0.19%’„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 15 103 ხმა, 0.73%;„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1845 ხმა, 0.09%;„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%; „საქართველო“ – 2780 ხმა, 0.13%;„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;„ჩვენ“ – 2593 ხმა, 0.12%;„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.„მემარცხენე ალიანსი“ – 1260 ხმა, 0.06%;„ქართველ ერთობა“ - 4500 ხმა, 0.22%;„გირჩი“- 62 223 ხმა, 3%;„ქართული ოცნება“ - 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 3 508 294 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 2 111 834 მივიდა.

ოქმის მონაცემები ცესკო-ს წევრებს სხდომაზე ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.

ოქმის თანახმადვე, 34 974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

"ექსპრესნიუსი" გთავაზობთ დეპუტატების სიას ვინც ოპოზიციური პარტიების სახელით დეპუტატად იქნა არჩეული.


 

 

 

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics