03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 13:22:12, 445 ნახვა

პოლიტიკა
კალანდარიშვილი კირთაძეზე - ის, რაც ვნახეთ, ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების სახეა

პირადი თავდასხმებითა და ბულინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომაზე განაცხადა.

კალანდარიშვილის თქმით, “ცესკოს დღევანდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის ქმედება ადასტურებს, რომ ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია“.

“მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა. ეს პროცესს ვერ შეაჩერებს მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც არის დასტური, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა. მხოლოდ პირადი თავდასხმებით, ზეწოლით, ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე, გადაფაროს საკითხები და შექმნას საზოგადოებაში ის აღქმა, რომელსაც, ასევე, ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ცდილობს, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

თუ სადმე რაიმე მანიპულაცია იყო, ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუცია, რომელმაც პირველმა მიმართა საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით. ის, რაც დღეს ვნახეთ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების, ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც საბოლოოდ და ალბათ სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება. ასეთი ქმედებით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, ცესკოში 11:00 საათიდან შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს შორის ცესკოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დროებითი შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics