|
2024-11-16 10:40:13, 435 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო ღონისძიება თურქეთში 2014 წლიდან ტარდება. მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ქემალ მემისოღლუმ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ კატასტროფების წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სისტემის მდგრადობას საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური მუშაობით უზრუნველყოფს. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა მოქმედებს, რაც ეპიდემიებსა თუ სხვა საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის დროს, სწორედ აღნიშნული სისტემის დახმარებით გახდა შესაძლებელი შემთხვევების დინამიკის კონტროლი და მართვა. მინისტრის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სამედიცინო გუნდების (EMTs) ინიციატივაში, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის კატასტროფებისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობებს.
ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პანდემიის ფონდის პროექტის გამარჯვებულია, რომლის გრანტებიც პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად არის შექმნილი.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საერთაშორისო ღონისძიებას ესწრება სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე. თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებსა და სიტყვით გამოსვლებს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)