|
2024-11-16 00:09:31, 501 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ეწვიონ ოკუპირებულ აფხაზეთს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე აქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იქ მგზავრობისგან თავი შეიკავონ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დარჩენილ რუსებს კი ურჩევს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, "არეულობის წერტილებს არ მიუახლოვდნენ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვეყანა დატოვონ". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა განცხადებას აქვეყნებს. "რუსეთში შეშფოთებით აკვირდებიან მეზობლად მიმდინარე მოვლენებს ჩვენთვის მეგობრულ აფხაზეთში, სადაც შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები კვლავ გამწვავდა. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებასთან უთანხმოების ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გზით რეგულირება შეუძლებლად ჩათვალეს და კანონიერების ჩარჩოდან გამოვიდნენ, რითაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიეს. შედეგად, რესპუბლიკაში კრიზისული ვითარება დადგა და ეს, მიუხედავად მისი მომავალი დასასრულისა, აფხაზეთის განვითარებას აჩერებს. კერძოდ, ცხადია, რომ ახლანდელის მსგავსი სცენარები არანაირად არ უწყობს ხელს საგარეო ინვესტიციების მიზიდვას, რაც რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ამაღლებისთვის წონიანი ფაქტორია. რუსული მხარე აფხაზეთის შიდა პროცესებში არ ერევა და იმედოვნებს, რომ წარმოქმნილი ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით იქნება დარეგულირებული. ამასთან, რა თქმა უნდა, აფხაზეთის კანონები საგულდაგულოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მხრივ. შექმნილ ვითარებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეებს ურჩიოს, რომ თავი შეიკავონ აფხაზეთში მგზავრობისგან, მათ შორის, ტურისტული მიზნებითაც. მნიშვნელოვანია, რომ იმ რუსებმა, რომლებიც ამ სახელმწიფოში დროებითი იმყოფებიან, გაძლიერებული დაკვირვებულობა გამოავლინონ, არეულობის წერტილებს არ მიუახლოვდნენ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვეყანა დატოვონ". - წერია განცხადებაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)