03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 15:15:04, 352 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ქვეყანას თანამედროვე კომუნისტური პარტია მართავს - მას სასამართლო, ცესკო და ყველა საჯარო მოხელე ემორჩილება

ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა16:00 საათზე ჩაინიშნა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, “ქვეყანას თანამედროვე კომუნისტური პარტია მართავს, რადგან მას სასამართლოც, პროკურატურაც, ცესკოც და ყველა საჯარო მოხელე ემორჩილება“.

“სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. 16:00 საათზე ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ მოგვეცემა შესაძლებლობა წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და არგუმენტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გარემოებაში არის ის, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში სადაო გახადა ცესკოს მიერ “სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვერიფიკაციის აპარატების მოქმედებას, მათ შორის პასპორტების გატარების შესაძლებლობას.

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სადაო გახადა მარკერების ხარისხის შესაბამისობა და სმარტმატიკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც პირველი დავაყენეთ საკითხი ბიულეტენის ხარისხის შესაბამისობასთან „სმარტმატიკის“ ხელშეკრულების სტანდარტთან, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში დააყენა საკითხი აუდიტორიულ კომპანია “პროვივის” დასკვნების არავალიდურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, ერთადერთი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც 3 000-ზე მეტ უბანს ასაჩივრებდა და ითხოვდა ბათილობას, სწორედ ამიტომაც დღეს სასამართლომ თქვა უარი ჩვენს დაბარებაზე და  დამატებით მოსმენაზე.

ყველა ამ მტკიცებულების გარდა, ჩვენ პირველ ინსტანციაში დავაყენეთ საკითხი საერთოდ სასამართლო განხილვის შეჩერების თაობაზე, რადგან მთელი საქართველოსთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე, მესამე პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების გაყალბებას, მათ შორის საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას. თუ სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა თავად დარწმუნდეს ქვითრები გაყალბებულია თუ არა, სიები გაყალბებულია თუ არა, როგორ იღებს ის პასუხისმგებლობას, რომ იღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას, ამაზე სასამართლოს არ ჰქონდა პასუხი. დღეს სააპელაციო სასამართლოში კიდევ ვაპირებდით ამ საკითხის წამოწევას და ვითხოვდით შუამდგომლობას, რომ შეეჩერებინა წარმოება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც რეალურად ადასტურებს გაყალბებას, არის დალუქული და პროკურატურის ხელშია.

შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს სააპელაციო სასამართლო დღეს და ვიცით რა არის ეს - აპელაციის არ დაკმაყოფილება, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ამ ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია ივანიშვილი სათავეში, ეს არის ერთპარტიული სახელმწიფო კომუნისტური პარტიის სტილში, რადგან მას ემორჩილება სასამართლოც, პროკურატურაც, ცესკოც და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც დღეს ხმას არ იღებს ამ უკანონობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics