03:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 12:55:29, 387 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე - ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში საერთაშორისო გამოძიება ჩამოვიდეს, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ ამოიღოს მტკიცებულებები

ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ ამოიღოს მტკიცებულებები,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

დოლიძის განცხადებით, სწორედ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია დაუყონებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა.

"საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია, ამის ბევრი საშუალება არსებობს და ჩვენ "ძლიერი საქართველო" ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება. სწორედ მას შეუძლია დაუყონებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა. მათ შორის, ეს იქნება აპარატები თუ სხვა მტკიცებულება, მასვე შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან. 

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოში ეს მისია ჩამოვიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს დროულად განხორციელდეს",- წერს დოლიძე "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics