|
2016-02-27 17:45:43, 452 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ ვაპირებ პოლიტკორექტულობას, როცა არჩევნების გაყალბებას ჯარს აბრალებენ
„როდესაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ჯარს, ეს არა მხოლოდ თინა ხიდაშელს ეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. „ასიათასჯერ როდესაც გაგცემენ პასუხს, მოგიტანენ დოკუმენტს, ატვირთავენ საჯარო სივრცეში ამ დოკუმენტებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წაიკითხოს, ჩაიხედოს, გაიგოს და მაინც იგივეს იმეორებ, უკვე ძალიან სასაცილო ხარ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სასაცილო ხარ - შენი პრობლემაა, მაგრამ ჯარს არ უნდა შეეხო. კიდევ უფრო მძიმე იცით რა არის? ის ბიჭები რომ არ არიან ცხვრები, ეს მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ დამტკიცებული თავიანთი სამხედრო კარიერის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სწორედ ეს ბიჭები, ქართველი სამხედროები ცხვრები გონია, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბიჭებს ეხებათ საქმე. „ეს ადამიანები იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ავღანეთში და ავღანეთში მყოფი შეიარაღებული ძალები არანაირ მაჟორიტარულ არჩევნებში არ მონაწილეობენ მათი დისლოკაციის ადგილებში. მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ავღენეთში. საპრეზიდნეტო არჩევნებში ხმა მისცეს არა მუხროვანში, არამედ ავღანეთში. ავღანეთში იმყოფებოდნენ 7 თვის განმავლობაში და შენაერთის გამგზავრებამდე ავღანეთში, არსებობს წინასწარი მომზადების კურსი. რამდენიმე დღის წინ მე გერმანიაში ვიყავი სწორედ ჩვენ ბიჭებთან შესახვედრად, რომლებიც წინასწარ მომზადებაზე იმყოფებიან. აპრილში ისინი შემდგომ როტაციაზე გაემგზავრებიან ავღანეთში, მანამდე იმყოფებოდნენ გერმანიაში და კიდევ უფრო ადრე კრწანისის სასწავლო ცენტრში. ეს უკვე ადგილობრივ არჩევნებს ემთხვევა და შესაბამისად, ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს ბიჭები დაბრუნდნენ თებერვალში თუ იანვარში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა“, - აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს გამოიცა ბრძანება, როდესაც ისინი დაუბრუბდნენ დისლოკაციის ადგილს. „ახლა იმაზე ლაპარაკობენ, რომ მე ხელოვნურად გადავაადგილე ჯარი სვანეთიდან, სამეგრელოდან... გამოდის, რომ იანვარში მინდია ჯანელიძემ ზუსტად იცოდა, რომ მას მაისში გადააყენებდნენ მინისტრობიდან, ასევე ზუსტად იცოდა, რომ ის ადამიანი, რომელიც მის ნაცვლად მინისტრი გახდებოდა, იქნებოდა საგარეჯოს მაჟორიტარი და შესაბამისად, საგარეჯოში რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა ჩასატარებელი, რომელიც გასაყალბებელი იქნებოდა და ამიტომ 2015 წლის იანვარში დილოკაციის ადგილად განუსაზღვრავთ საგარეჯო - ხომ ხვდებით, რა დონის აბსურდზე ვლაპარაკობთ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)