05:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 17:22:07, 357 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ეუთოში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის

"ეუთოში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

„გასულ კვირას ეუთოში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით ძალიან მარტივი რამეები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს... თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები“, -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ეუთოში რუსეთის ელჩმა თქვა ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ.

„მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო, და ვერ უთხრა რომ რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს“,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics