2024-11-10 11:37:33, 324 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლადარჩეულ 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის პრესსპიკერზე, კარინ ჟან-პიერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს შეხვდებიან ოვალურ კაბინეტში“,- განაცხადა ჟან-პიერმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული „რესპულიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,