|
2016-02-26 18:38:47, 361 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ ნატოში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა
საქართველომ ნატოში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 28 სახელმწიფომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭრა გამოხატეს. ნატოს წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვილის გამო. „დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2016 საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ხაზი გაუსვეს საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობას. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების წინასწარ დღის წესრიგს. ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე, აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)