|
2024-11-04 11:32:04, 424 ნახვა
მსოფლიო
რინკევიჩი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებაზე - კარგი ამბავი მოლდოვისთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის
კარგი ამბავი მოლდოვისთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის,- ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. როგორც რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის, მჭიდრო თანამშრომლობას მოელის.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუ 55.25%-ით გაიმარჯვა. მისმა მოწინააღმდეგე ალექსანდრ სტოიანოგლუმ კი, ხმათა 44.75%-ის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)